თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს

პოლიტიკა ·

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს

დედაქალაქის საკრებულოს განსახილველად წარედგინა თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მოცულობა 2 239 769 000 ლარს შეადგენს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, როგორც წინა წლებში, მომავალ წელსაც ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური-ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისკენ.