ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

მამა-პაპისეული სახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებისა და რეგიონის პოტენციალის ათვისების იდეით დაიწყო ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშში საოჯახო სასტუმროსა და მარნის „ქორენიშული ვერანდის“ შექმნა და საკუთარი წვლილი შეაქვს რეგიონისა და აგროტურიზმის განვითარებაში. სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია.