თორნიკე ჭეიშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი პარტიები არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხში, მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი

პოლიტიკა ·

როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა, წარმოაჩინა მათი [ოპოზიციის] აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან, მოპასუხე მხარის შესახებ საუბრისას განაცხადა.