დანიის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს
მსოფლიო ·

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენელი იყოს. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, მისი აზრით, ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას კრემლთან მოლაპარაკებებში. „ამას დღეს საღამოს და მოგვიანებით დუბლინში განვიხილავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კითხვაზე, სურდა თუ არა მას ევროპის წარმომადგენელი გამხდარიყო, ფრედერიქსენმა უარყოფითად უპასუხა. „არა. იმედი მაქვს, ევროპის ხმის ნაწილი ვიქნები.