მეტი, ვიდრე წიგნი - TASCHEN-ის 5 გამორჩეული საკოლექციო გამოცემა „ბიბლუსში“

საზოგადოება ·

მეტი, ვიდრე წიგნი - TASCHEN-ის 5 გამორჩეული საკოლექციო გამოცემა „ბიბლუსში“

ზოგიერთი წიგნი მხოლოდ წასაკითხად არ იქმნება - ის ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც სიამოვნებით დაათვალიერებ, საკუთარ ბიბლიოთეკაში გამორჩეულ ადგილს მიუჩენ და წლების განმავლობაში შეინახავ. საკოლექციო გამოცემების განსაკუთრებულობაც სწორედ ამაშია: ისინი ცოდნას, ესთეტიკას, ისტორიასა და ვიზუალურ გამოცდილებას აერთიანებს. ხშირად ასეთი წიგნი საუკეთესო საჩუქარიც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი შინაარსი და გაფორმება ადრესატის ინტერესებსა და გემოვნებას შეესაბამება.