პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
პოლიტიკა ·

პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს იხილავს. ეს არის საბიუჯეტო პროექტის მეორე განხილვისათვის წარდგენილი - კორექტირებული ვარიანტი, რომელსაც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცნობს. დღევანდელი განხილვის დასრულების შემდეგ, მას მთავრობა კიდევ ერთხელ უკან წაიღებს. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.