ფიქრია ჩიხრაძე - მეუფე იობის განცხადებები აჩვენებს, რომ ივანიშვილის ერთადერთი სურვილი ავტორიტეტული ინსტიტუტებისა და პერსონების განადგურებაა, რაც შეეხება ე.წ. კრებსებს, ვერავინ გასწევდა ასეთ უზარმაზარ სამუშაოს, გარდა სახელმწიფოსი
პოლიტიკა ·

ერთადერთი სურვილი, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს რეალობაში ამოძრავებს, ყველა ინსტიტუციის და ყველა ავტორიტეტის განადგურებაა. მე არ ვიქნები პირველი, ვინც ამას ამბობს, რომ ის უმაღლესი ნდობა, რომელიც განსვენებულ პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა, ძალიან ბევრ პოლიტიკურ პერსონას, ალბათ, აშინებდა და აღიზიანებდა. ათწლეულების განმავლობაში ნდობის რეიტინგში ეკლესია და კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე პირველი იყო.