ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობზე - ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს, მაგრამ ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ქვეყანა

პოლიტიკა ·

ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობზე - ის არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, ჩვენს პარტიას ყოველთვის აკრიტიკებს, მაგრამ ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ქვეყანა

ერი ხედავს, ბერი ხედავს, ჩვენი ეკლესია ხედავს, საით მიექანება ჩვენი ქვეყანა. ამ ქვეყანაში შექმნილია კაზინოების, ნარკოტიკების, “ქოლცენტრების”, საბანკო ოლიგარქიის ეკონომიკა და სივრცე აღარ დარჩა მოქალაქეს, მრევლს, რომ ელემენტარულად იცხოვრონ ამ ქვეყანაში. ამის მტკიცებულებები „ოცნების“ მაღალჩინოსანმა გოგაშვილმა წარმოადგინა, რომ არსებობდა „კრებსები“, სადაც ხელისუფლება უსმენდა სასულიერო პირებს, მათ წარმომადგენლებს და ამას ზეწოლისთვის იყენებდა.