რუსული დარტყმის შემდეგ უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი თბოელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა

მსოფლიო ·

რუსული დარტყმის შემდეგ უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი თბოელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდა

რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი თბოელექტროსადგური მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა. სადგურის თანამშრომლის, ვლადიმირ კოვალენკოს თქმით, ეს თავდასხმა ომის განმავლობაში ყველაზე მძლავრი იყო.