პროკურატურის ინფორმაციით, სტიქაროსან თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე, შსს-ს სამი ყოფილი თანამშრომელი ცრუ ინფორმაციის მიწოდების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავეს

სამართალი ·

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ორი პირია დაკავებული, ხოლო ცრუ ინფორმაციის მიწოდების ადა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ერთი პირი.