აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები განახლდა

მსოფლიო ·

აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები განახლდა

აბუ-დაბიში რუსეთის, აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „მათ დაიწყეს“, - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას. უკრაინული მედიის ცნობით, აბუ-დაბიში მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე დღეს, მხარეები შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის, ენერგეტიკისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ამასთან, Politico-ს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ტერიტორიულ საკითხებზე იმსჯელებენ.