ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობებს მუდმივად სთავაზობს, რომლებიც ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. ოქტომბერში, მობაილბანკს მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიანი ულიმიტო სამგზავრო ბარათის გააქტიურება მომხმარებლებს უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან, სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ.