ესპანეთის პრემიერი: ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს-აირესიდან ან თელ-ავივიდან - ეს სუვერენული ქვეყანაა და ასეთად დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაც

მსოფლიო ·

ესპანეთის პრემიერი: ესპანეთი ესპანეთიდან იმართება და არა ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან, ბუენოს-აირესიდან ან თელ-ავივიდან - ეს სუვერენული ქვეყანაა და ასეთად დარჩება 29 ნოემბრის შემდეგაც

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ამომრჩევლებს „ისტორიული მობილიზაციისკენ“ მოუწოდა . სოციალისტების ლიდერმა საარჩევნო კამპანია სევილიაში გამართული მიტინგით გახსნა. სანჩესის თქმით, ესპანეთის მომავალი მხოლოდ ქვეყნის შიგნით წყდება და ის არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო უცხოური ძალების გავლენის ქვეშ მოექცეს. „ესპანეთი იმართება ესპანეთიდან და არა ვაშინგტონიდან, არც მოსკოვიდან, არც ბუენოს-აირესიდან და არც თელ-ავივიდან, არამედ ესპანეთიდან.