რუსტემ უმეროვი - აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შევხვდებით

მსოფლიო ·

რუსტემ უმეროვი - აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შევხვდებით

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის განცხადებით , უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში, აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება. „ვიწყებთ მოლაპარაკებების მეორე დღეს. თავდაპირველად, აშშ-სა და რუსეთთან სამმხრივ შეხვედრას გავმართავთ. ამის შემდეგ, შეხვედრა გვექნება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ვაგრძელებთ მუშაობას”, - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.