„სტრატეგია აღმაშენებელი“ - საგანგაშოა ინფორმაცია, რომ საკანში გადაყვანისას პაატა მანჯგალაძე კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს - ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევები“ მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს

პოლიტიკა ·

საგანგაშოა პაატა მანჯგალაძის შვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკანში გადაყვანისას შეგნებულად დაირღვა უსაფრთხოების ელემენტარული პროტოკოლი და იგი კრიმინალური მენტალიტეტის პირს „შემთხვევით“ შეახვედრეს, - ამის შესახებ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს. პარტიის განმარტებით, ციხის კედლებში მსგავსი „დამთხვევითი“ პროვოკაციები მიზანმიმართულ საფრთხეს წარმოადგენს. „უკვე ერთი წელია, რაც რეჟიმმა პაატა მანჯგალაძე სრულიად უმიზეზოდ, უკანონო პატიმრობაში გამოამწყვდია.