ირაკლი კობახიძე დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პოლიტიკა ·

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე , 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.