5 დეკემბერს თბილისში Move Summit 2026 გაიმართება

5 დეკემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში ტრენერთა ასოციაციის ორგანიზებით Move Summit 2026 გაიმართება. სამიტი ერთ სივრცეში გააერთიანებს წარმატებული კომპანიების დამფუძნებლებს, CEO-ებს, HR და L&D ხელმძღვანელებს, გუნდის ლიდერებს, ბიზნეს ტრენერებსა და კონსულტანტებს, რაც მათ პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების შეძენის საშუალებას მისცემს. ღონისძიების მთავარი კითხვაა: რა ამოძრავებთ ლიდერებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?