4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს: დავით სტურუას, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიასა და კახაბერ მჟავანაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ სასჯელის 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ და პენიტენციურ დაწესებულებას დეკემბრის თვეში დატოვებენ. მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.