დავით მათიკაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე - თუ გეოგრაფიას არ ცნობენ და საქართველოსთან მიმართებით გაბუტული ბავშვის პოზიციას იკავებენ, ეს პოზიცია და ბიუროკრატია დიდხანს ვერ გაძლებს
პოლიტიკა ·

თუ გეოგრაფიას არ ცნობენ და საქართველოსთან მიმართებით გაბუტული ბავშვის პოზიციას იკავებენ, ეს პოზიცია და ბიუროკრატია დიდხანს ვერ გაძლებს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გაფართოების საკითხებზე საქართველო მიწვეული არ არის, ხოლო დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარე შედარებით დაბალ დონეზეა მიწვეული. მათიკაშვილის თქმით, საქართველო ელოდება ღირსეულ დამოკიდებულებას და ღირსეულ მიწვევას.