„ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

საზოგადოება ·

„ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

„ ბიოგრაფი ლივინგი “ ისანში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია. ახალი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას საერთაშორისო ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo შეიმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პროექტი ისნის მეტროსადგურთან ახლოს, ქეთევან დედოფლის გამზირის №98-ში, ახლად შეძენილ, 7 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განვითარდება.