ლაშა ხუციშვილი - უნდა ვეცადოთ, პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, თუმცა არსებობს ლიმიტები - შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ, რომ საპენსიო დანახარჯი გაიზარდოს, მაგრამ ამით აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და არც გაზრდილი პენსიები
პოლიტიკა ·

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ პენსიები გავზარდოთ უფრო სწრაფად, ვიდრე იზრდება, თუმცა არსებობს შესაბამისი ლიმიტები. შეგვიძლია კაპიტალურ დანახარჯებს მოვაკლოთ თუნდაც ის 2,5 მლრდ, რასაც იძახით, რომ უნდა გაიზარდოს საპენსიო დანახარჯები. ამით, გარწმუნებთ, რომ მაქსიმუმ 1-2 წელში, ჩვენ აღარ გვექნება აღარც ეკონომიკური ზრდა და არც ის გაზრდილი პენსიები, რომელიც ბოლო წლები მუდმივად იზრდება.