ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოს
მსოფლიო ·

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით , საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჟამად მოვლენები კარგად ვითარდება და ირანის რეგიონიდან „ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით“ უფრო მეტი ნავთობი გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლილ გემებზე თითქმის ყოველდღიური თავდასხმები გრძელდება, ტრამპი ამტკიცებს, რომ აშშ სრუტეს სრულად აკონტროლებს. „პასუხი ასეთია: თუ დავინახავ, რომ მოვლენები სხვა მიმართულებით ვითარდება, [ირანზე დარტყმას მივიტან].