GCCA-ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ამჯერად ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრები ზესტაფონსა და ქუთაისში გამართა

საზოგადოება ·

GCCA-ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ ამჯერად ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრები ზესტაფონსა და ქუთაისში გამართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახალგაზრდებთან საგანმანათლებლო შეხვედრების ციკლს აგრძელებს. ინიციატივის ფარგლებში, სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 10 ნოემბერს, იმერეთში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.