დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
სპორტი ·

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა მანჩინიმ მატჩის წინ მეტოქე გუნდის თავდამსხმელ მბაპეს ურჩია, ტრავმის გამიზეზების პრეცედენტი არ დაეშვა და დაესვენა. კილიანმა ვერ ითამაშა, ფრანგებმა კი მარცხი განიცადეს. არადა, დებიუტში მეკარე დონარუმას შეცდომის შედეგად ისინი ოლისემ დააწინაურა, თუმცა „სკუარდა აძურამ“ გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვა - 3:1. 21 წლის ფ. ესპოზიტომ დუბლი შეასრულა. ჯგუფში 10 ქულით ლიდერი იტალიაა, ამდენივე ქულით მეორე ადგილზე საფრანგეთია, 9 ქულით მესამეზე ბელგიაა, თურქეთი კი უქულოდაა.