“ფასების ზრდა უკვე არსებულ პენსიასაც აუფასურებს” – კახა კახიშვილი

პოლიტიკა ·

“ფასების ზრდა უკვე არსებულ პენსიასაც აუფასურებს” – კახა კახიშვილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5,9% შეადგინა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ფასები გაიზარდა და იმავე თანხით ნაკლები პროდუქტისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით გაზრდაა გათვალისწინებული და ის 415 ლარი გახდება, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარს მიაღწევს.