რობერტ დე ნირო ფილმ „Focker-in-Law“-ის პრემიერაზე პარტნიორთან ერთად გამოჩნდა

83 წლის მსახიობი რობერტ დე ნირო ნიუ-იორკში თავისი ახალი კომედიური ფილმის, „Focker-in-Law“-ის პრემიერას დაესწრო. ღონისძიებაზე მსახიობი თავის პარტნიორთან, 47 წლის ტიფანი ჩენთან ერთად მივიდა. წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული გამოჩნდა. ეს არის „Focker“-ის სერიის რიგით მეოთხე ფილმი, რომელშიც დე ნირო 16-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება პენსიაზე გასული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის, ჯეკ ბირნსის როლს. ფილმში დე ნიროსთან ერთად მონაწილეობენ ბენ სტილერი, ოუენ უილსონი, ბლაით დანერი და ტერი პოლო.