მედია: ევროკავშირმა 2026 წელს რუსეთის „იამალის“ პროექტიდან თხევადი გაზის შესაძენად 9 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 2025 წლის მონაცემებს 20%-ით აღემატება

მსოფლიო ·

მედია: ევროკავშირმა 2026 წელს რუსეთის „იამალის“ პროექტიდან თხევადი გაზის შესაძენად 9 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 2025 წლის მონაცემებს 20%-ით აღემატება

ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში რუსეთის არქტიკული „იამალის“ პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად დაახლოებით 8,7 მილიარდი ევრო გადაიხადეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს . სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროკავშირის მიერ წელს „იამალის“ თხევადი გაზის შესაძენად გადახდილი თანხა უკვე 20%-ზე მეტით აღემატება 2025 წლის განმავლობაში გადახდილ მთლიან თანხას. ეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ რუსული გაზის იმპორტზე სრული აკრძალვის ამოქმედებამდე ორ თვეზე ნაკლები ხნით ადრე ვრცელდება.