თამარ ონიანი - როგავას, მაისაშვილსა და ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების დინამიკა წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის იქ გაწყვეტის მცდელობაა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება
პოლიტიკა ·

გურამ როგავას, ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეების გამოძიების დინამიკა არის წამების სისტემური ხასიათის მიჩქმალვის, მისი ცალკეულ ეპიზოდებად დაშლისა და პასუხისმგებლობის ჯაჭვის სწორედ იქ გაწყვეტის მცდელობა, სადაც ორგანიზატორებისა და ბრძანების გამცემების პასუხისმგებლობა იწყება, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს. საიას თავმჯდომარის შეფასებით, პროკურატურა არ აღასრულებს მართლმსაჯულებას, არამედ ქმნის მის ფასადს, რომელიც, მათ შორის, მომხდარის დაფარვის საშუალებაა.