ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

მსოფლიო ·

ფინეთი რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

ჩრდილოეთის ამ ქვეყანამ 2027 წლის მარტში, ქალაქ ტამპერეში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. ციგურაობის საერთაშორისო კავშირმა (ISU) განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებსა და გავლენას „სწავლობს“. ფინეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მკაცრდება შეზღუდვები რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოკლევადიანი სამუშაო ვიზების (მათ შორის, პროფესიული სპორტის სფეროში) მიღებას ცდილობენ.