ზელენსკიმ ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, გაააქტიურონ მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში
მსოფლიო ·

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა , გაააქტიურონ მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. „როდესაც ამერიკელები და რუსები ამაზე საუბრობენ, საუბარია არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს უფრო მეტად ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების რაღაც ახალ ჩარჩოს ეხება“, - აღნიშნა მან.