უკრაინის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, 11 000 უცხოელი დაიღუპა - მედია

მსოფლიო ·

უკრაინის წინააღმდეგ ომში, სულ მცირე, 11 000 უცხოელი დაიღუპა - მედია

მონაცემები ჰაკერებმა მოიპოვეს, რომლებმაც „როსსტატის“ სისტემა გატეხეს და ინფორმაცია ჟურნალისტებს გაუზიარეს. Bloomberg-ი ამ მონაცემების გამოყენებით ავრცელებს ინფორმაციას იმ დაღუპულთა რაოდენობაზე, რომლებიც რუსეთის გარეთ იყვნენ დაბადებული. ჟურნალისტების მიერ შესწავლილი მონაცემები მოიცავს 2022 წლის თებერვლის ბოლოდან 2026 წლის აგვისტოს ბოლომდე პერიოდს. ის აღებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გაცემული 11 მილიონზე მეტი გარდაცვალების მოწმობიდან.