ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში აღდგა ღვარცოფის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთი, აშენდა ახალი საფეხმავლო ხიდი და მოეწყო ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურა. ძლიერი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული იყო მდინარის ორივე სანაპიროზე არსებული ნაპირსამაგრი კედლები, გზის სავალი ნაწილი და ავტობუსის მოსაცდელი.