შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმო

ეკონომიკა ·

შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ ტექნოლოგიას დაეთმო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში საერთაშორისო სიმპოზიუმი „თიხის კონვენცია“ გაიმართა. სიმპოზიუმის მთავარი თემა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული ტექნოლოგია იყო.