საფრანგეთის პროკურატურამ მერის მოადგილისთვის ბენზინით სავსე ბოთლის სროლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა - ქვეყანაში მორიგი აქციები და საყოველთაო გაფიცვა კვლავ დაანონსდა
მსოფლიო ·

საფრანგეთში, მერის მოადგილეზე თავდასხმის შემდეგ, ქალაქ შელის პროკურატურამ საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა, პოლიციამ კი ლიცეუმის 15-დან 17 წლამდე ასაკის 3 მოსწავლე დააკავა. გამომძიებლები ახლა არკვევენ, რომელმა არასრულწლოვანმა ესროლა ბენზინით სავსე ბოთლი სასწავლო დაწესებულებასთან პიკეტის დროს მოლაპარაკებისთვის მისულ ქალ დეპუტატს. განათლების მინისტრმა ინციდენტს დანაშაული უწოდა და პირობა დადო, რომ უწყება სკოლებში პროტესტის მიმდინარეობისას გამოვლენილი ძალადობის შემთხვევებზე საჩივრების მომზადებას გააგრძელებს.