ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულებს ასევე 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვაც შეეფარდათ. ცნობისთვის, ზვიად მაისაშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გდდ-ს სამი თანამშრომელია დაკავებული.