ნინო დოლიძე - „ქართული ოცნება“ დაკავებულია მიყურადებით და თვალთვალით ყველა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მათთვის პოტენციურად საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს - ე.წ. კრებსების უკან უნდა დავინახოთ სახელმწიფო! ცხადია, სხვას ამის რესურსი არ ექნება
პოლიტიკა ·

„ქართული ოცნება“ დაკავებულია მიყურადებით და თვალთვალით ყველა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მომავალში მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. ეკლესია საკმაოდ ძლიერია, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ცხადია, ეს არის პრობლემა ნებისმიერი ჯგუფისთვის, ალბათ, ეკლესიისთვის. უკანონო მიყურადება წარმოუდგენელია დემოკრატიულ ქვეყანაში. რა თქმა, უნდა, სახელმწიფო უნდა დავინახოთ ე.წ. კრებსების უკან. სხვას ამის რესურსი არ ექნება.