ტრამპი: ვიცე-პრეზიდენტ ვენსს დავავალე, მთელი თავისი ყურადღება გადაიტანოს აშშ-ის მასშტაბით, „დემოკრატების“ მიერ მართულ ქალაქებსა და შტატებში მიმდინარე მასშტაბურ კორუფციასა და დანაშაულზე
მსოფლიო ·

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს სრული ყურადღების გადატანა დაავალა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, „დემოკრატების“ მიერ მართულ ქალაქებსა და შტატებში არსებულ „მასშტაბურ კორუფციასა და დანაშაულზე“. ტრამპის თქმით, ე.წ. „ლურჯი შტატები“ ცუდად იმართება და „კორუმპირებულ კატასტროფას“ წარმოადგენს. „ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის მოპარვა ხდება. ამ ფართომასშტაბური კრიმინალური აქტივობის აღმოფხვრით ჩვენი ბიუჯეტი სწრაფად დაბალანსდება.