კრემლი: რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები ჩინეთში გასამართ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს

მსოფლიო ·

კრემლი: რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები ჩინეთში გასამართ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით , რუსეთისა და აშშ-ის ლიდერები ჩინეთში გასამართ სამიტზე შეხვდებიან ერთმანეთს და ომის დასრულების საკითხს პირადად განიხილავენ. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ( APEC ) ფორუმის ფარგლებში უნდა შედგეს, რომელიც ჩინეთში 18-19 ნოემბერს გაიმართება. უშაკოვმა ასევე ისაუბრა უკრაინის ქალაქ კონსტანტინოვკაში შესაძლო „ჰუმანიტარული მისიის“ შესახებ - ოლეშკიდან ევაკუაციის მაგალითზე.