კახეთის პოლიციამ ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

სამართალი ·

კახეთის პოლიციამ ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა და დაზარალებულის პირადი დოკუმენტები მოიპარა.