ანა დე არმასმა ლას-ვეგასში მუსიკოს ალბერტო მონტენეგროსთან ერთად პირველად გაიარა წითელ ხალიჩაზე

მსახიობი ანა დე არმასი ლას-ვეგასში გამართულ Latin Recording Academy-ის ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა საჯაროდ თავის პარტნიორთან, მუსიკოს ალბერტო მონტენეგროსთან ერთად. წყვილმა „წლის პერსონის“ გალა-საღამოზე ერთად იპოზიორა.