ზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პოლიტიკა ·

ზვიად მამისაშვილის საქმეზე დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სამოქალაქო აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულ ორ სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ. განაჩენი საქალაქო სასამართლომ დღეს გამოიტანა - ბრალდებულებს 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდათ. სპეცრაზმელები ზვიად მაისაშვილს თავს დაესხნენ 2024 წლის 30 ნოემბერს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის დროს. გავრცელებულ კადრში ჩანს, როგორ ურტყამს მას ათამდე შავებში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელი.