14 დაღუპული და 30 დაშავებული - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
მსოფლიო ·

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ ფუჯაირაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია 14 ადამიანი, 30 კი დაშავდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სხვა ავტომობილს შეეჯახა, გადაბრუნდა და ამის შემდეგაც რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა. შედეგად, ხანძარი გაჩნდა, რომელიც რამდენიმე ავტომობილზე გავრცელდა. 15 ადამიანი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, 15 კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ყველა არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეა.