გივი მიქანაძე: შემდეგი ზაფხულიდან ერთობლივ საზაფხულო სკოლებს გავაკეთებთ, გვექნება გაცვლითი პროგრამები, ასევე წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ 2027 წელს ლანჭოუს უნივერსიტეტში გაიხსნას ქართველოლოგიის ცენტრი

პოლიტიკა ·

გივი მიქანაძე: შემდეგი ზაფხულიდან ერთობლივ საზაფხულო სკოლებს გავაკეთებთ, გვექნება გაცვლითი პროგრამები, ასევე წამოვაყენეთ ინიციატივა, რომ 2027 წელს ლანჭოუს უნივერსიტეტში გაიხსნას ქართველოლოგიის ცენტრი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა საქართველოსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს განათლების სისტემის თავისებურებებს და საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებსაც საქართველო ჩინურ მხარესთან ერთად ახორციელებს.