Financial Times: რუსული დიზელის ექსპორტი ტრამპის მიერ სანქციების მოხსნის შემდეგ გაორმაგდა, თუმცა აშშ-ს საწვავი არ მიუღია

მსოფლიო ·

Financial Times: რუსული დიზელის ექსპორტი ტრამპის მიერ სანქციების მოხსნის შემდეგ გაორმაგდა, თუმცა აშშ-ს საწვავი არ მიუღია

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობებმა, ქვეყანაში დიზელის ფასი შეემცირებინა, რუსეთს საშუალება მისცა გასულ თვეში საწვავის ექსპორტი გაეორმაგებინა. თუმცა, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსული საწვავის არც ერთი პარტია შტატებში არ ჩასულა. ინფორმაციას Financial Times -ი ავრცელებს. მონაცემთა კომპანია Kpler-ის ინფორმაციით, ოქტომბერში რუსეთმა დღეში 271 000 ბარელი დიზელი გაიტანა ექსპორტზე. შედარებისთვის, სექტემბერში ეს მაჩვენებელი დღეში 135 000 ბარელს შეადგენდა.