ანტონიო კოშტა - მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის - ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია ჩვენი მოქალაქეებისთვის
მსოფლიო ·

ევროკავშირი-აზერბაიჯანის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. “კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან. ეს მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის.