აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები: უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპული მხარეც უნდა ჩაერთოს

მსოფლიო ·

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები: უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპული მხარეც უნდა ჩაერთოს

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, იმედი გამოთქვეს , რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მოსაგვარებლად დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთვებიან. უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში იმყოფებოდნენ, სადაც კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს უკრაინის საკითხზე აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი, რომელიც ყოველგვარი გარღვევის გარეშე დასრულდა.