ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება - ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის დედაქალაქში, რომელიც ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და ბიზნესჰაბად ითვლება, ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს
პოლიტიკა ·

ქალაქი ხანგჭოუ - ადგილი, სადაც წარსული და მომავალი ერთმანეთს ხვდება. ჩინეთის ჭეძიანგის პროვინციის დედაქალაქში, რომელიც ტექნოლოგიურ, სამეცნიერო და ბიზნესჰაბად ითვლება, ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს. რობოტების მუზეუმი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ქართულ დელეგაციას ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააცნო. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის ხელმძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრა ჭეძიანგის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართა.