სოლიდარობა მერაბ დვალიშვილს - გამოხმაურებები აბუ-დაბის სასტუმროს ფოიეში მომხდარ ინციდენტზე

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ დაესხა თავს მერაბ დვალიშვილსა და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს უსმან ნურმაგომედოვი. კადრებში ჩანს ისიც, რომ, ფიზიკური ანგარიშსწორებისას, ნურმაგომედოვი მარტო არ არის. მას 20-მდე მამაკაცი ახლავს. ინციდენტი აბუ-დაბის სასტუმროს ფოიეში იმ დროს მოხდა, როდესაც მერაბ დვალიშვილი RAF-ის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა. აბუ-დაბის პოლიციამ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მალევე დააკავა.