მკვლელს ზუსტად 25 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ დანაშაული სისრულეში მოეყვანა - ცოლ-ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებით "კურიერმა" ექსკლუზიური კადრები მოიპოვა

თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, შეიარაღებული მამაკაცი 18:44 საათზე გამოჩნდა. თეთრ ჩანთაში დანაშაულის იარაღი ჰქონდა დამალული. ნელი ნაბიჯებით, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის კორპუსთან მივიდა და სამსახურიდან დაბრუნებულ წყვილს ჩაუსაფრდა. 19:09 საათზე ქუჩის კამერამ სადარბაზოდან მამაკაცის გამოსვლა გადაიღო. მკვლელი იარაღის დამალვას ქურთუკში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ - კადრებში ავტომატის ლულა ჩანს.