სტივ უიტკოფის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაინიშნა - მასში ევროპელებიც ჩაერთვებიან

მსოფლიო ·

სტივ უიტკოფის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაინიშნა - მასში ევროპელებიც ჩაერთვებიან

სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინასთან დაკავშირებით, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შეთანხმდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს . "ვფიქრობ, რომ პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო ადრე მოხდა. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ ფორმატს განვაახლებდით. ჩვენ ის განვაახლეთ და ახალი შეხვედრაც დავგეგმეთ. სწორედ ამის ნახვა სურს პრეზიდენტ ტრამპს. ისინი [ევროპელები] ჩვენი პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულნი იყვნენ", - განაცხადა უიტკოფმა მედიასთან საუბრისას.